მთავარისაქართველოევროკავშირის ელჩი საქართველოში 9 პუნქტის შესრულებაზე საუბრობს ‌

ევროკავშირის ელჩი საქართველოში 9 პუნქტის შესრულებაზე საუბრობს ‌

საქართველოში ევროკავშირის ელჩი საუბრობს იმ 9 დათქმაზე, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შემდეგ მიიღო. პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე და ასევე 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის აუცილებლობაზე.

„შემდეგ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელს ეწვევა და ამ საკითხზე მეტად მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს. იმედი მაქვს, ევროკავშირი და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდებიან შემდეგ ნაბიჯებზე. მიზანი კი მომავალ ეტაპზე სწრაფი გადასვლაა. საუბარი ეხება გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას. ეს მოითხოვს ქართული სახელმწიფოსგან დიდი სამუშაოს გაწევას, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების პარალელურად 9 ნაბიჯის იმპლემენტაციის პროცესი არ შეფერხდება. ევროკავშირი მზად არის, რომ ქართულ მხარეს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს ამ თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი სწორედ ქართული სახელმწიფოს მზადყოფნაა, რათა შესაბამისი რეფორმები საფუძვლიანად გატარდეს. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ საქმიანობას. ეს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მიღებული პროცესია, მათ შორის საქართველოშიც. სწორედ ამიტომაც, 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი სწორედ მეცხრე ნაბიჯი გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ამ პროცესში”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend