მთავარისაქართველოსაქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დიალიზის ცენტრები ამოქმედდა

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დიალიზის ცენტრები ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დიალიზის ცენტრები გაიხსნა. ეს მუნიციპალიტეტებია – წალენჯიხა, ჭიათურა, საგარეჯო, დუშეთი, ახალქალაქი, ყვარელი, ტყიბული, სენაკი, მარტვილი და ხულო.

მოქალაქეები, რომელთაც დიალიზის პროცედურა ესაჭიროებათ, ამ სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად მოემსახურება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დღეს  ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები, ყოველდღიურად 2600 პაციენტს ემსახურება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend