მთავარისაქართველოღამე ტრანსპორტის გარეშე

ღამე ტრანსპორტის გარეშე

ღამით, მაშინ როდესაც საათი ზუსტად 12-ს ჩამოჰკრავს, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ჩერდება. დედაქალაქში მეტრო ზუსტად შუაღამემდე მუშაობს. ავტობუსები კი ღამის 12-ამდე წყვეტენ მოძრაობას. საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს მათთვის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ღამის ავტობუსების არ არსებობის გამო ხშირად შორ მანძილზე ან ფეხით უწევთ გადაადგილება, ან ტაქსის მომსახურებაში სოლიდური თანხის გადახდა.

ამბობენ იმასაც, რომ არის შემთხვევები, როდესაც მეგობრების ან ნათესავების ნახვისგან თავს სწორედ იმიტომ იკავებენ, რომ გვიან სახლში დაბრუნება მათთვის გადაუჭრელი პრობლემაა. თუმცა მიუხედავას ამისა, მერიაში ღამის ტრანსპორტის დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

2018 წელს თბილისის მერიამ „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში დანიშნა ღამის ავტობუსი, რომელიც შუაღამიდან დილის 6 საათამდე მუშაობდა, თუმცა შემდეგ გაუქმდა. თბილისის მერმა ამ თემაზე განაცხადა, რომ „ღამის ავტობუსის“ პროექტმა გაამართლა, თუმცა პანდემიის პირობებში მისი გაუქმება მოუწიათ.

უკვე დიდი ხანია საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული ცვლილებები და შეზღუდვები აღარ მოქმედებს, ღამით ავტობუსი კი ისევ არ ჩანს…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend