მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის მთავრობა მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს

გერმანიის მთავრობა მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს

გერმანიის უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენელი ემზადება მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად.

ამ გადაწყვეტილების დაჩქარება გამოწვეული იყო ემიგრანტებთან დაკავშირებული მოხსენების შემდეგ, რომელზეც მილიონობით ემიგრანტის, მათ შორის გერმანიის მოქალაქეების დეპორტაციის საკითხი განიხილებოდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ნენსი ფეზერს სურს მემარჯვენე ქსელების განადგურება და მემარჯვენე ექსტრემისტების დაფინანსების კვალის აღმოფხვრა.  ამისთვის შეიქმნა  შესაბამისი განყოფილებაც, რათა რაც შეიძლება დროულად აღმოაჩინონ ულტრამემარჯვენეთა და უცხოური დეზინფორმაციული კამპანიები.

“ჩვენ გვინდა გავანადგუროთ მემარჯვენე ექსტრემისტული ქსელები და წავართვათ მათ შემოსავალი, იარაღი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვსურს, გამოვიყენოთ კანონის უზენაესობის ყველა ინსტრუმენტი ჩვენი დემოკრატიის დასაცავად”, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების რაოდენობა იზრდება. 2022 წელს მათი რიცხვი 38,800 იყო, მათგან 14,000 პოტენციურად ძალადობრივ ჯგუფს წარმოადგენს.

ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრების დაკავება – AP Photo/Michael Probst

გერმანიაში უკვე არაერთი ანტიულტრამემარჯვენე დემონსტრაცია გაიმართა. დემონსტრანტები გერმანიის პოლიტიკაში ულტრამემარჯვენეებთან თანამშრომლობის წინააღმდეგ გრძელვადიან აკრძალვებს აპროტესტებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend