მთავარისაქართველოავტობუსის ბილეთი

ავტობუსის ბილეთი

თბილისში ხშირად ჩივიან, რომ საცობებია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი გადატვირთულია და გაუმართავად მუშაობს, რომ მგზავრები ზოგ შემთხვევაში უსამართლოდ დააჯარიმეს.

როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქში 2023 წელს გაიზარდა უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშში წერია, რომ 2023 წელს მუნიციპალიტეტმა უბილეთო მთავრობიდან თითქმის 57%-ით მეტი მიიღო, ვიდრე წინა წელს. თუმცა, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება.

„მომატებულია მგზავრთა გაბილეთიანების მაჩვენებელი, ამავე დროს საგრძნობლად შემცირდა ჯარიმების რაოდენობა რაც ამ წლების განმავლობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის, ასევე საზოგადოების ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლების შედეგია. უბილეთო მგზავრობის შედეგებთან დაკავშირებით. კანონმდებლობით დაიხვეწა გადახდის პროცედურა და გადახდის მეტი საშუალება მიეცა მგზავრს“,- განმარტავენ უწყებაში.

სპეციალისტები ასე არ ფიქრობენ და სატრანსპორტო პრობლემებზე მიუთითებენ:

„პირადად შევესწარი ფაქტს როდესაც იყო სიტუაცია, მოქალაქე ავიდა ავტობუსში მაგრამ ფიზიკურად ვერ მივიდა გადახდის აპარატთან, რომ ბარათი დაედო, და როცა ჩამოვიდა დახვდა კონტროლიორი და დააჯარიმა, ესეც პრობლემაა, გადატვირთულობა ასევე იწვევს მოქალაქეების მიერ ბილეთების ვერ აღებას და ესეც და ესეც დაკარგულია ბიუჯეტისთვის ეს თანხა და მეორეს მხრივ მოქალაქე ჯარიმდება და ეს მოქალაქეები იღებენ ზიანს“- აცხადებს, ფონდის „ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის “ დირექტორი, ირაკლი იზორია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend