საქართველოს წითელი ჯვრის ინფორმაციით მიმდინარე წლის 6 თებერვალს საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების შედეგად 700-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა.
დაიღუპა 11 ადამიანი, 200-მდე ოჯახი კი ევაკუირებულია. დაზარალებულ მოსახლეობასთან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების გუნდები მუშაობენ, რომლებიც მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს წითელი ჯვრის კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა მამულაძემ ისაუბრა.