მთავარიკუბიტეილორ სვიფტის შესახებ ინტერნეტში შეთქმულების თეორია ვრცელდება

ტეილორ სვიფტის შესახებ ინტერნეტში შეთქმულების თეორია ვრცელდება

განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა შეთქმულების თეორია 12 თებერვალს, როდესაც ამერიკულ “სუპერბოლზე” გამარჯვება მოიპოვა კანზას სიტის გუნდმა, სადაც ტეილორ სვიფტის შეყვარებული თამაშობს.

პოსტი გამოაქვეყნა პლატფორმა X-ზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მას შემდეგ რაც გუნდმა გაიმარჯვა – “ყველაფერი ისე მოხდა როგორც დავგეგმეთ” – დაწერა ბაიდენმა და ფოტოშოპით დამზადებული თავისივე პორტრეტი გამოაქვეყნა, სადაც ფანტასტიკური ჟანრის ბოროტმოქმედ გმირს ჰგავს.

ამერიკის ყველაზე რეიტინგული არხის “ფოქს ნიუსის” ერთ-ერთმა წამყვანმა ჯესი უოტერსმა  ივარაუდა, რომ ტეილორ სვიფტი არის პენტაგონის ფსიქოლოგიური ოპერაცია, რასაც პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და გამოიყენეს ტეილორ სვიფტის სიმღერიდან ციტატები, რათა ეხუმრათ რომ ტეილორ სვიფტს იყენებენ, როგორც  დეზინფორმაციასთან საბრძოლველ აქტივს.

მიუხედავად იმისა, რომ ტეილორ სვიფტი დიდი ხანია დგას სცენაზე, ის ძალიან იშვიათად გამოხატავს პოლიტიკური პოზიციას, თუმცა როგორც უახლესმა კვლევამ აჩვენა, მას აქვს გავლენა ამომრჩეველზე.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 18% აცხადებს, რომ დიდი ალბათობით იმ კანდიდატს მისცემს ხმას, ვისაც სვიფტი დაუჭერს მხარს.

სვიფტის გავლენა ასევე გამოჩნდა მაშინ, როდესაც “ინსტაგრამზე მოუწოდა გამომწერებს რომ დარეგისტრირებულიყვნენ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend