მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათიდან ხარაჩოები ჩამოხსნეს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათიდან ხარაჩოები ჩამოხსნეს

ხუთწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათიდან ჩამოხსნეს ხარაჩოები, რომლებიც ტაძრის ზედა ნაწილს ფარავდა.

ტაძარს 2019 წლის ხანძარმა უდიდესი ზიანი მიაყენა, თუმცა, არქეოლოგებს მისი ისტორიის შესწავლის უნიკალური შესაძლებლობაც მიეცათ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ახლოს მყოფთ უკვე შეუძლიათ, დაინახონ ტაძრის ზედა ნაწილში ჩადგმული შუბი, ოქროს მამალი და ჯვარი.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხარაჩოებითაა გარშემორტყმული,  მაინც არის შესაძლებელი იმის აღქმა, თუ როგორი იქნება ღვთისმშობლის ტაძარი სრულად აღდგენის შემდეგ.

როგორც ცნობილია, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საფრანგეთის დედაქალაქში ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ინტერიერი, ამ დროისთვის, ბოლომდე რესტავრირებული ვერ იქნება და მხოლოდ გარე ნაწილის ნახვა იქნება შესაძლებელი.

საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი და მთავარი ღირსშესანიშნაობა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, 2024 წელს  გაიხსნება. აღდგენითი სამუშაოების ღირებულება 900 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ნოტრ-დამის კათედრალს ხანძრამდე ყოველწლიურად 12 მილიონი მნახველი სტუმრობდა. ვარაუდობენ, რომ ტაძრის სრულად აღდგენის შემდეგ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და ტურისტების რაოდენობა 14 მილიონს მიაღწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend