მთავარიევროპაგერმანიაგერმანიისა და დანიის პრემიერ-მინისტრები ტყვია-წამლის ქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრნენ

გერმანიისა და დანიის პრემიერ-მინისტრები ტყვია-წამლის ქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრნენ

გერმანიისა და დანიის პრემიერ-მინისტრები ჩრდილოეთ გერმანიაში  ტყვია-წამლის ქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრნენ.

ქარხანას გერმანული კომპანია აშენებს და მისი მიზანი ევროპაში ტყვია-წამლის წარმოების გაზრდაა. ქარხნის აშენება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„რაც არ უნდა მოხდეს, თუნდაც აშშ-ში, მიმაჩნია, რომ სწორი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. ევროპა უნდა იყოს უფრო ძლიერი. საკუთარი თავისთვის უფრო მეტის გაკეთება უნდა შეგვეძლოს. ამას ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსის ჭეშმარიტად მჯერა,“ – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა.

ქარხნის მშენებლობას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. პრიორიტეტი კი წარმოების რაც შეიძლება მალე დაწყებაა. კომპანიის ინფორმაციით, წარმოებული პროდუქცია ძირითადად გერმანიის შეიარაღებულ ძალებს მოხმარდებათ. გერმანია კი უკრაინის იარაღის სიდიდით მეორე მიმწოდებელია. გერმანია გეგმავს, რომ წელს მშპ-ს 2%-ის ინვესტიცია სწორედ თავდაცვის სფეროში ჩადოს. ეს გეგმა ნატოს წევრმა ქვეყნებმა ათი წლის წინ დასახეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend