მთავარიმსოფლიოევროპაევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ფერმერების პროტესტი გრძელდება

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ფერმერების პროტესტი გრძელდება

უკვე მეშვიდე დღეა, რაც ესპანელი ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება.

გაფიცული ფერმერები მეტ მხარდაჭერას ითხოვენ გვალვის შედეგებისა და წარმოების ხარჯების ზრდის ფონზე. აქციების ორგანიზატორები ძირითად აგრარული სექტორის წარმომადგენლები არიან.

AP Photo/Czarek Sokolowski

მოლდოვაში ფერმერებმა გადაკეტეს რუმინეთის მთავარი გზა. მოლდოვის ფერმერთა ასოციაცია აპროტესტებს რუმინეთიდან დიზელის საწვავის სუბსიდიას და მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მოლდოველები სახელმწიფო სუბსიდიების ზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლების აზრით, გაზაფხულზე მოსავალს ვეღარ აიღებენ.

დაძაბულობაა პოლონეთშიც. პოლონელმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად უკრაინიდან შემოსული მარცვლეული დაყარეს გზაზე.  

AP Photo/Alvaro Barrientos

მას შემდეგ, რაც  უკრაინიდან სურსათის ექსპორტის გასამარტივებლად ე.წ. სოლიდარობის დერეფნები გახსნეს, პოლონელი ფერმერები ყველაზე მეტად დაზარალდნენ. უკრაინული პროდუქციის დიდი ნაწილი პოლონურ ბაზარზე რჩება, რაც ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნისა და ფასების შემცირებას იწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend