14 მარტს განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ სასკოლო კვების ფორუმის ჩატარებას გეგმავენ, რომლის მიზანია ერთ სივრცეში მოუყაროს თავი ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სასკოლო კვების პროგრამის დანერგვასთან.
ამ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სასკოლო კვება მსოფლიოში განიხილება არა როგორც პრივილეგია, არამედ როგორც მოსწავლეთა უფლება და რომ საქართველო მსოფლიო ქვეყნების იმ 10%-შია, სადაც სასკოლო კვების არანაირი პროგრამა არ ფუნქციონირებს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „მშობლები განათლებისთვის“ თანადამფუძნებელმა, მეგი კავთუაშვილმა და განათლების კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ ისაუბრეს.