მთავარისაქართველოსაქსტატმა მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა

საქსტატმა მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა

საქსტატმა ქვეყნის ეკონომიკის ეროვნული ანგარიშების ერთ-ერთი მთავარი მაკროეკონომიკური ინდიკატორის, მთლიანი შიდა პროდუქტის, გასული 13 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 8 მილიარდ 170 მილიონი ლარია.

უწყების ცნობით, მონაცემების გადახედვა-გადასინჯვა ევროსტატის რეკომენდაციით განხორციელდა, რადგან საქართველოს სტატისტიკის სისტემა სრულ ჰარმონიზებულ შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურთან.

საქართველოში მშპ-ს ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება ბოლოს 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა.

„ეროვნული ანგარიშები, მათი შედგენის მეთოდების კომპლექსურობიდან გამომდინარე, რეგულარულ გადასინჯვას ექვემდებარება, რაც წინასწარ შედგენილი კალენდარული გეგმის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდულობით ხორციელდება. ეროვნული ანგარიშების ერთ-ერთი მთავარი მაკროეკონომიკური ინდიკატორია მთლიანი შიდა პროდუქტი, რომლის წინასწარი მაჩვენებელიც საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-80 დღეს ქვეყნდება კვარტალური გამოკვლევების შედეგების შესაბამისად, ხოლო ზუსტდება საანგარიშო წლის დასრულებიდან 11 თვის შემდეგ, წლიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე.

გარდა აღნიშნული ყოველწლიური დაზუსტებისა, მაჩვენებლების შესადარისობის მიზნით ისტორიული მონაცემებიც ექვემდებარება ეტაპობრივად გადასინჯვას, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს: ანგარიშების შედგენის მეთოდოლოგიური ცვლილებები, წყაროდან მიღებული მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა წყაროს გაუმჯობესება, ცვლილებები კლასიფიკატორებში და სხვა. მშპ-სა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ისტორიული მწკრივების გადასინჯვა და გადაანგარიშება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (IMF, Eurostat და ა.შ.), რეკომენდებულია 5 წელიწადში ერთხელ, რომლის მიზანია ეროვნული ანგარიშების მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საქართველოში მშპ-ს ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება უკანასკნელად 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა, ხოლო შემდგომი გადაანგარიშება იგეგმებოდა 2023 წელს. თუმცა 2023 წლის შემოდგომაზე ევროსტატის, UNECE-ს და EFTA-ს მიერ განხორციელებული სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს მიერ მსგავსი ტიპის აქტივობები შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპის მონაცემთა გადასინჯვის ჰარმონიზებულ პოლიტიკასთან (Harmonized European Revision Policy), რომლის მიხედვითაც, გადასინჯვის პერიოდად ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიჩნეულია 2024 წელი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მონაცემთა გადაანგარიშების პერიოდად (განახლებული მონაცემების გამოქვეყნების თარიღად) შეირჩა 2024 წლის თებერვალი. გადაანგარიშება მოიცავს ისტორიულ მწკრივს 2010 წლიდან, ხოლო მასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს 2023 წლის იანვრიდან“,- აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend