მთავარისაქართველოსაქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა რობინ დანიგანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა ელჩს ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო სწავლების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა თავდაცვის ახალ მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან. მოხარული ვარ, რომ პირველი შევხვდი და მივულოცე მინისტრად დანიშვნა, რადგან ჩვენი ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი დასაყრდენი. მინისტრთან ერთად განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, თუ როგორ ვიმუშავებთ ერთად საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ჩვენ ვართ არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების, არამედ საქართველოს ნატოში გაწევრების მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. ჩემთვის ნამდვილად პატივი იყო მინისტრთან შეხვედრა და აღნიშნული საკითხების განხილვა“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend