მთავარისაქართველო“მინდა ვიცოცხლო!” - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

“მინდა ვიცოცხლო!” – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მთავარი სლოგანი იყო „მინდა ვიცოცხლო”. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ონკოპაციენტებს დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. მათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს და ირაკლი კობახიძეს მოუწოდეს, მისი მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ონკოპაციენტების პრობლემებზე იმუშავებს.

როგორც ონკოპაციენტების ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა გვანცა აფხაიძემ განაცხადა, ონკოპაციენტები 2024 წლიდან ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან ჯანდაცვასთან დაკავშირებით, ეს კი მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

„დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მივმართავთ წერილით, რომ შექმნას მისი მეთვალყურეობის ქვეშ სამუშაო ჯგუფი და დაგვეხმაროს რიგი ხარვეზების გამოსწორებაში, რომლებიც ჯანდაცვაშია და რომლებსაც ონკოპაციენტები აწყდებიან. 25 000-ლარიანი ლიმიტი დაგვიწესა მთავრობამ, რაც არაფრისთვის არ არის საკმარისი, ძალიან ცუდად არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ამისთვის საჭიროა, რომ მოხდეს პაციენტების დიფერენცირება. ასევე ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ დაფინანსებამ არ დააგვიანოს, რადგან ხშირად ერთი და ორი თვე აგვიანებს, რაც დაუშვებელია ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ჩვენ ონკოლოგებმა გვითხრეს, რომ 3 დღეც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ ადამიანების სიცოცხლისთვის”,-განაცხადა „კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა გვანცა აფხაიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend