ღაზაში გრძელდება ისრაელის იერიშები. მიუხედავად უწყვეტი საერთაშორისო გაფრთხილებისა, ისრაელელი ჯარისკაცებიo სამხრეთ ღაზაში უტევენ ქალაქ რაფაჰს, სადაც უამრავი პალესტინელი ლტოლვილი აფარებს თავს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ რაფაჰში მიმდინარე ოპერაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისრაელის უსაფრთხოებისთვის.
“ჩვენ რეალურად გვსურს ამ ზოლის დემილიტარიზაცია. ეს მოითხოვს უსაფრთხოების კონტროლსა და უსაფრთხოების უმაღლეს პასუხისმგებლობას მდინარე იორდანეს დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ღაზის სექტორზე. ამ გეგმის შეცვლის ალტერნატივა უახლოეს მომავალში არ არსებობს. ჩვენ ამავეს ვეუბნებით საერთაშორისო თანამეგობრობას, აშშ-ს პრეზიდენტსა და ყველა ლიდერს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
Two Israeli hostages rescued during an overnight mission in Rafah.
During a joint operation between the IDF, ISA, and Israel Police, two Israeli hostages from Kibbutz Nir Yitzhak were rescued: Fernando Simon Marman (60) and Louis Har (70).
They are both in good medical…
— Israel Defense Forces (@IDF) February 12, 2024
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, კი რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გეგმას მოითხოვს. მისის თქმით. ისრაელის პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში ,,ზედმეტად მაღალია“ მათ აქვთ გეგმა, რომლის მიხედვით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთაც წასასვლელი აღარსად აქვთ, დაცული იყვნენ.
ამავდროულად, ,,ჰამასის“ ლიდერები ისრაელს აფრთხილებენ, რომ ისრაელის ოპერაცია რაფაჰში ხელს შეუშლის დაკავებული მძევლების გათავისუფლებას.
მეტიც, შესაძლოა მათ ქმედებებს ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლოს.