მთავარიკუბიდონალდ ტრამპის მუქარა NATO-ს წევრ ქვეყნებს

დონალდ ტრამპის მუქარა NATO-ს წევრ ქვეყნებს

სამხრეთ კაროლინას შტატში წინასაარჩევნო ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის დროს დაემუქრა ნატოს წევრ ერთ-ერთ ქვეყანას, რომ წაახალისებს რუსეთს “გააკეთოს ყველაფერი, რაც მას უნდა“ იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც არ ასრულებენ ალიანსში ფინანსურ ვალდებულებს.

ტრამპის თქმით, ასეთი კომენტარი მან გააკეთა ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრის დროს.  მისი თქმით, ერთ-ერთი „დიდი ქვეყნის“ ლიდერმა იკითხა, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მისი ქვეყანა გადასახადებს არ გადაიხდიდა და რუსეთის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რაზეც ტრამპის თქმით, მან უპასუხა: „არ გადაიხადე? დამნაშავე ხარ? არა, მე არ დაგიცავ“. რეალურად, მე რუსეთს წავახალისებდი გაეკეთებინათ ის, რაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“, – განაცხადა ტრამპმა.

თეთრ სახლსა და ნატოში უკვე გაკეთდა კომენტარი ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ამერიკის უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება მკვლელი რეჟიმის მხრიდან, უქმნის საფრთხეს მთლიანად ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას მსოფლიოს გლობალურ სტაბილურობას და რომ ეს იყო „შეშლილი და თავზარდამცემი“ კომენტარი.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნებისმიერი მოსაზრება, რომ ნატოელი მოკავშირე ქვეყნები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის ალიანსის უსაფრთხოებას და საფრთხის წინაშე აყენებს აშშ-ის და ევროპის სამხედროებს.

ტრამპის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს ევროპელმა ლიდერებმაც, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პლატფორმა იქსზე დაწერა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის პოლონეთსა და ამერიკას შორის არსებული კავშირი მიუხედავად იმისა, რომ თუ ვინ არის ამერიკის ხელისუფლებაში.

დუდამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში პოლონეთმა თავდაცვაზე მშპ-ს 4% გადაიხადა, რის გამოც ის იქნება დაცული.

რაც შეეხება ნატოს ფინანსებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების თანახმად, მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას დახარჯონ მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% თავდაცვის საჭიროებებზე.

ალიანსის ოფიციალური 2023 წლის დანახარჯების მონაცემებით 30 ნატოს წევრი ქვეყნიდან 19 თავდაცვისთვის 2%-ზე ნაკლებს ხარჯავს, მათ შორისაა გერმანია, ნორვეგია საფრანგეთი ხოლო ის ვინც თავდაცვაზე 2%-ს ან უფრო მეტს იხდის უმეტეს წილად უკრაინასთან, რუსეთთან ან ბელარუსთან მოსაზღვრე ქვეყნებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend