მთავარიაზიალიბანიბეირუთში ლიბანელმა დემონსტრანტებმა და პალესტინელმა ლტოლვილებმა აქცია გამართეს

ბეირუთში ლიბანელმა დემონსტრანტებმა და პალესტინელმა ლტოლვილებმა აქცია გამართეს

ლიბანელი დემონსტრანტები და პალესტინელი ლტოლვილები ღაზაში მყოფ პალესტინელებს სოლიდარობას უცხადებენ. მათ საპროტესტო აქცია ბეირუთის ქუჩებში მოაწყვეს.

დემონსტრანტებმა პალესტინის დროშასთან ერთად ,,ჰამასის“ დროშაც ააფრიალეს.

აქციის მონაწილეებმა ალ-ბასტას მთავარი ქუჩა გადაკვეთეს და ბეირუთის ცენტრისკენ გადაინაცვლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში ისრაელის ძალები ტერორისტულ ობიექტებს ბომბავენ, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის კი მათ შესაბამისი გეგმა აქვთ. მათივე თქმით, რაფაჰში წარმატებული ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლეს.

პალესტინელთა მხარდასაჭერად საპროტესტო გამოსვლები და საჯარო დემონსტრაციები ლიბანში ხშირად იმართება, ღაზაში მცხოვრები ხალხი ურთულეს მდგომარეობაშია, რადგან ,,ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელელებზე თავდასხმის შემდეგ ისრაელი მათ ტერიტორიებს ყოველდღიურად ბომბავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend