უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 8 თებერვალს, განაცხადა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
გენერალ ვალერი ზალუჟნის ოლექსანდრ სირკსი შეცვლის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი გადაწყვეტილება ცვლილებების აუცილებლობით ახსნა. მისი თქმით, ეს ცვლილებები, პირველ რიგში, სამხედრო ხელმძღვანელობიდან უნდა დაიწყოს. ქვეყნის ლიდერმა მადლობა გადაუხადა გენერალ ზალუჟნის ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა უკრაინის არმიის მთავარსარდალი
ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალ-პოლკოვნიკი სირკსი იქნება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 2024 წელი უკრაინისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ისინი გაატარებენ ეფექტიან ცვლილებებს თავდაცვის საკითხებში, თავდაცვას კი, როგორც უკრაინის ლიდერი ამბობს, სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმოადგენენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან ზალუჟნისთან განიხილა შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესი და შესთავაზა, ყოფილიყო ამ განახლებული ხელმძღვანელობის ნაწილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი ოლექსანდრ სირკსი მანამდე სახმელეთო ძალებს ხელმძღვანელობდა.
სირსკი 2013 წლიდან აქტიურად მუშაობდა ქვეყანაში ნატოს სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.