პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა უკრაინის არმიის მთავარსარდალი გენერალი ვალერი ზალუჟნი, რასაც წინ უძღოდა ორ ლიდერს შორის მზარდი დაძაბულობა.
აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ უკრაინელი თავდაცვის ძალების ნაწილი აკრიტიკებდა ზალუჟნის სხვადასხვა მიზეზის გამო. გენერალი ზალუჟნი ასევე უპირისპირდებოდა ვაშინგტონს, მისი და ამერიკელი სამხედრო ლიდერების მოსაზრებები კონტრშეტევის წარმართვაზე განსხვავდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ თეთრ სახლს აცნობა, რომ აპირებდა ზალუჟნის გადაყენებას, შეერთებულმა შტატებმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღება კიევზე იყო დამოკიდებული.
I met with General Valerii Zaluzhnyi.
I thanked him for the two years of defending Ukraine.
We discussed the renewal that the Armed Forces of Ukraine require.
We also discussed who could be part of the renewed leadership of the Armed Forces of Ukraine.
The time for such a renewal… pic.twitter.com/tMnUEZ3BCX— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 8, 2024
უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, როგორც გამოცემა “პოლიტიკო” წერს, ზალუჟნი იმედგაცრუებას იწვევდა სამხედროებში, რადგან ის ძალიან დიდ დროს ატარებდა სოციალურ ქსელებში, როცა ტაქტიკურად თუ სტრატეგიულად ცოტა რამ იცვლებოდა ფრონტის ხაზებზე.
ზალუჟნის ასევე აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ვერ დაასრულა უკრაინელი სამხედროების დასავლურ სტანდარტებზე სრულად ტრანსფორმაცია, არ გააუმჯობესა ლოგისტიკა და ვერ შეძლო ჯარების როტაცია ფრონტის ხაზიდან, რათა მათ დასვენების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
რაც შეეხება დაპირისპირებას ზელენსკისა და ზალუჟნის შორის, ვითარება სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერს შორის დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინის კონტრშეტევამ სასურველ მიზნებს ვერ მიაღწია 2023 წელს. ვაშინგტონი ურჩევდა უკრაინას შეტევა უფრო ადრე დაწყებულიყო, ვიდრე ეს მოხდა. ზალუჟნი ასევე არ ეთანხმებოდა ვაშინგტონის ხედვას კონტრშეტევის წარმართვაზე.