მთავარისპორტისკი კროსის ტურნირი ბაკურიანში

სკი კროსის ტურნირი ბაკურიანში

10-11 თებერვალს ბაკურიანში სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ბაკურიანში ტარდება სკი სკორსის მსოფლიო თასის ეტაპი, რომელშიც 12 ქვეყნის 60 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ბაკურიანში 10 და 11 თებერვალს გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში, ანუ თხილამურებით თავისუფალ დაშვებაში. გათამაშება ჩატარდება როგორც კაცთა ასევე ქალთა თანრიგში.

ბაკურიანში ჩასატარებელ ამ საერთაშორისო შეჯიბრში 12 ქვეყნის 60 სპორტსმენი იასპარეზებს. 3 და 4 თებერვალს გუდაურში წარმატებით ჩატარებულ სნოუბორდ კროსის დისციპლინაში საქართველოს არ ჰყავდა წარმომადგენელი. დღეს კი კვალიფიკაციიდან გამოსვლა დაიწყო ქართველმა სპორტსმენმა დავით თედიაშვილმა და სწორედ ის წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ტურნირი გაიმართება დიდველის ტრასაზე, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოეწყო.

გასულ წელს ბაკურიანში წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასი სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრი სკიში. სწორედ ამიტომ საქართველომ უკვე მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. წლევანდელი ზამთრის შეჯიბრებების სერია ბაკურიანიდან დაიწყო, სადაც 22 და 23 დეკემბერს წარმატებით ვუმასპინძლეთ მსოფლიო თასის ეტაპს ფრისტაილში, მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. ბაკურიანის შემდეგ ესტაფეტამ გუდაურში გადაინაცვლა, სადაც 17 ქვეყნის 90 სპორტსმენი ერთმანეთს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში შეეჯიბრა. ასეთი დონის ღონისძიება გუდაურის ისტორიაში პირველად ჩატარდა. ხვალ კი ბაკურიანში სკი კროსის დისციპლინაში დაიწყება შეჯიბრება და კვირას დასრულდება.

სკი კროსი თხილამურებით სრიალის თავისუფალი სტილის სახეობაა, სადაც 4 ათლეტი ერთდროულად ეშვება სპეციალურად მოწყობილ საშეჯიბრო ტრასაზე. გამარჯვებულია ის, ვინც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს და გარბენის დროს კარგად შეინარჩუნებს ბალანსსა და კონტროლს.

სკი კროსი 2010 წლიდან ზამთრის ოლიმპიური თამაშების სახეობაა.

სპორტსმენებმა სატესტო და საკვალიფიკაციო დაშვებებით უკვე შეისწავლეს ტრასები. ბაკურიანი სრულ მზადყოფნაშია, რომ უმასპინძლოს ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ტურნირს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend