ევროპარლამენტის მოახლოებული არჩევნების გამო, ევროკომისია სოციალური მედიის პლატფორმებს გარკვეულ რეგულაციებს დაუწესებს.
ეს წესები ძირითადად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ყალბ ფოტოებს, დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენას შეეხება.
ციფრული უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცე – პრეზიდენტი, მარგრიტ ვესტაგერის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ თავად მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი არალეგალური ჩარევის გარეშე.