მთავარიმსოფლიოაფრიკასურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიზანი ახალგაზრდების, განსაკუთრებით ქალების მხარდაჭერაა

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიზანი ახალგაზრდების, განსაკუთრებით ქალების მხარდაჭერაა

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, სამეცნიერო კარიერაში ქალები მნიშვნელოვან დაბრკოლებას აწყდებიან.

27 წლის დოდ მონე დეზირე კოტ იუარიდან  ოჯახში პირველი სტატისტიკოსია. თავდაპირველად დოდმა სწავლა სოფლის მეურნეობის განხრით დაიწყო, შემდეგ კი მუშაობა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მიმართულებით გააგრძელა.

დოდი ამბობს, რომ აფრიკელების ახალგაზრდა თაობას, განსაკუთრებით კი ქალებს, აფრიკის ქვეყნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

„აფრიკის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის სტატისტიკა შეიძლება საკმაოდ მომგებიანი იყოს. ჩვენ, სოფლის მეურნეობის სექტორის თანამშრომლებს შეგვიძლია, წარმოვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები და ციფრები, რომლებიც პოლიტიკოსებს საშუალებას მისცემს, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. მათ შეუძლიათ,  ჩვენი მიწების მდგომარეობა და ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია გაითვალისწინონ“, –  მიიჩნევს სტატისტიკოსი, დოდ მონე დეზირე.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას აფრიკაში სოფლის მეურნეობის განხრით მრავალი სტიპენდია აქვს.

ორგანიზაციის მიზანი ახალგაზრდების, განსაკუთრებით ქალების მხარდაჭერაა, რომ მათ მაღალი ხარისხის სტატისტიკური განათლება მიიღონ, რომ მომავალში სექტორში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ.

ორგანიზაცია კოტ იუვარში სტატისტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობს.

კოლაბორაციის მიზანია დაეხმაროს ფერმერებს, გახდნენ უფრო პროდუქტიული, გაზარდონ მოსავალი და დანერგონ სასოფლო-სამეურნეო წარმოების მდგრადი პრაქტიკები. საკლასო სწავლების გარდა, სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოსაც ეწევიან.

„გვაქვს ორი საინტერესო მიმართულება. ესენია: სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის სტატისტიკა. ასევე გავდივართ კულტივირების სფეროებსაც. ახლა პრაქტიკული მეცადინეობა გვაქვს, პრაქტიკას მოსავლიანობის გაზომვაში გავდივართ. მოსავლიანობის მაჩვენებელი რომ სწორად განვსაზღვროთ, ჯერ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ იწარმოება იგი. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით პლანტაციაში“, – ამბობს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სტატისტიკოსი, ნაიო ანკუვი.

სტატისტიკის პროგრამის მიზანია, აფრიკის კონტინენტზე გაიზარდოს სტატისტიკოსთა რაოდენობა, რომ ქვეყნებმა სასოფლო-სამეურნეო კვლევების მეშვეობით არსებული მონაცემების შევსება შეძლონ. იუნესკოს ინფორმაციით, მკვლევართა 30 პროცენტზე ნაკლები ქალია.

„2012 წლიდან სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მუშაობს, რომ სოფლის მეურნეობისა და სოფლის სტატისტიკის სექტორი გაძლიერდეს. ბევრ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სტატისტიკოსების რაოდენობა მცირდება. ამიტომ ასეთი პროგრამები მნიშვნელოვანია. 2023 წელს პროგრამა აფრიკის 24 ქვეყნიდან 48 მეცნიერმა წარმატებით დაასრულა. მოხარულები ვართ, რომ მათი 43 პროცენტი ქალი იყო“, – ამბობს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსი სტატისტიკოსი, ნელი გეორგიევამიხაილოვა.

ტრენინგის შედეგად მიღებული სტუდენტების უმეტესობა სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სტატისტიკის სექტორისა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend