მთავარისაქართველოროგორი იყო ქართული მედიისთვის 2023 წელი?

როგორი იყო ქართული მედიისთვის 2023 წელი?

როგორი იყო ქართული მედიისთვის 2023 წელი? – როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და “მედიის განვითარების ფონდის” კვლევაში წერია – საკმაოდ რთული.

უფრო კონკრეტულად იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინების, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ძირითადად შეუმჩნეველი რჩებოდა.

იყო ე.წ. რუსული კანონის მიღების მცდელობა, რაც ორგანიზაციების მოსაზრებით მიზნად ისახავდა ქვეყანაში მოქმედი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციასა და მათთვის დაბრკოლებების შექმნას.

იყო მიზანმიმართული დეზინფორმაციაც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

„პრობლემატურია ბოიკოტი, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, კომენტარი და ა.შ. ეს მცირედი ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც რთულ გარემო პირობებს უქმნის მედიას, შეასრულოს თავისი მოვალეობა“,- ამბობს მამუკა ანდღულაძე, მკვლევარი.

საქართველოში პრობლემურია მედიის დაფინანსების საკითხიც. მკვლევრები ამბობენ, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მედიას პოლიტიკოსები აფინანსებენ. სპეციალისტების აზრით, ეს არ უნდა ახდენდეს გავლენას მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე.

„ჩვენ შევისწავლეთ როგორც მედიის მიერ დეკლარირებული ფინანსური თანხები და დავადგინეთ, რომ არ არის თვითკმარი მედიაბაზარი, პოლიტიკური ინვესტიციები არის ბევრი და ასევე შევისწავლეთ, როგორ ხდება საბიუჯეტო კონტრაქტების გადანაწილება მედიებზე. აქაც წინა წლების მსგავსად გამოვლინდა შემთხვევები, როცა ანტიდასავლური სარედაქციო და სიძულვილის ენის სარედაქციო პოლიტიკის მედიები იღებენ კონტრაქტებს, ან სახელისუფლებო ონლაინგამოცემები, რომლებიც კოორდინირებულად ავრცელებენ სახელისუფლებო ექსპერტების გზავნილებს ერთი და იმავე მასალებითა და ერთი და იმავე შინაარსით კრიტიკის გარეშე“, – ამბობს თამარ კინწურაშვილი, “მედიის განვითარების ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი.

კვლევის ავტორების რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვა.

ასევე ეფექტურად გამოიძიოს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის, დაშინებისა თუ პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შემთხვევები.

მათი რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა შეწყვიტონ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და საკუთარი რესურსი რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად გამოიყენონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend