მთავარიევროპასომხეთიფაშინიანი: "ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში რეალობად იქცა"

ფაშინიანი: “ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში რეალობად იქცა”

სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისთან უფრო მეტად დაახლოების შესახებ საუბრობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თბილისის დამსახურებით ევროკავშირი არა შორს არსებული გეოპოლიტიკური ერთობა, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული რეალობა გახდა. ეს განცხადება სახელმწიფოს ლიდერმა საკანონმდებლო ორგანოში ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, თბილისსა და ერევანს შორის სტრატეგიული მემორანდუმის გაფორმება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის უტყუარი ნიშანია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი გასულ თვეს საქართველოს ეწვია და სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ამავე დროს, კრემლსა და ერევანს შორის ორმხრივი პარტნიორობა მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ვინაიდან სომხეთის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიკაციით მეზობელი სახელმწიფო ვალდებულია, ვლადიმერ პუტინი სომხეთში ყოფნის შემთხვევაში დააპატიმროს. ერევანი აღარ იღებს მონაწილეობას მოსკოვის მიერ კონტროლირებადი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ეგიდით გამართულ სამხედრო მანევრებშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend