მთავარიმსოფლიო2024 წლის იანვარი მეცნიერებმა ყველაზე თბილ თვედ შეაფასეს

2024 წლის იანვარი მეცნიერებმა ყველაზე თბილ თვედ შეაფასეს

იმ პერიოდიდან, როდესაც ამინდის მონაცემების აღნუსხვა დაიწყეს, 2024 წლის იანვარი ყველაზე თბილ თვედ შეფასდა.

1850-1900 წლებთან შედარებით, 2024 წელს იანვარში ჰაერის ტემპერატურა 1,66 გრადუსითაა გაზრდილი. მკვეთრი სხვაობაა ბოლო ორ ათწლეულთან შედარებითაც.

ევროკავშირის თანამგზავრული სისტემა „კოპერნიკუსი“  ყოველთვიურად აქვეყნებს კლიმატთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომლებიც ჰაერის, ზღვის და ზღვის ყინულის ტემპერატურის ცვლილებებს ასახავს.

თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“  დირექტორის მოადგილის სამანტა ბურჯესის თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა. 2024 წლის იანვარი ყველაზე თბილი თვე იყო.

გასულ წელს ტემპერატურა ნორმასთან შედარებით 1,5 გრადუსით იყო მომატებული. მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მაჩვენებელზეა ზღვის ზედაპირის ტემპერატურაც.

2015 წელს პარიზის შეთანხმებისას მსოფლიო ლიდერებმა განაცხადეს, რომ ტემპერატურის გრძელვადიან მატებას 1.5 გრადუსამდე შეამცირებდნენ.

უახლესი მონაცემებით, ტემპერატურის მატება ამ ნიშნულს არ კვეთს, თუმცა, მეცნიერების თქმით, თუ რადიკალური ცვლილებები არ იქნება, ტემპერატურის მაჩვენებელი ამ ნიშნულს უახლოეს პერიოდში გადაკვეთს. მათი აზრით, ნახშირბადის ემისიების შემცირება გლობალური დათბობასთან ბრძოლის საუკეთესო გზაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend