მთავარიევროპაუნგრეთიევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ევროკავშირმა უნგრეთის ულტრამემარჯვენე მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო. მიზეზი ახალი კანონია, „სუვერენიტეტის დაცვის აქტი“, რომელიც ძალაში 2023 წლის დეკემბერში შევიდა. ეს ცვლილება უნგრეთის მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, შეაგროვოს ინფორმაცია ნებისმიერი ჯგუფისა თუ პიროვნების შესახებ, რომელიც უცხოური დაფინანსებით სარგებლობს და საჯარო დებატებზე ახდენს გავლენას. აქტი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს, არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის კონფიდენციალურობის, პერსონალური მონაცემების დაცვის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. უნგრეთს წერილზე პასუხის გასაცემად ორი თვე აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend