ევროკავშირის მთავარი დიპლომატი, ჯოზეფ ბორელი, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კიევში იმყოფება. გუშინ იგი დეოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლიციელთა წვრთნებს დაესწრო.
HR/VP @JosepBorrellF visited today a @EUAM_Ukraine training for the Ukrainian police, aimed at the stabilisation of the liberated territories. EU trainings will contribute to allow for the return to normal life after de-occupation. #StandWithUkraine pic.twitter.com/LRadvVDulf
— European External Action Service – EEAS 🇪🇺 (@eu_eeas) February 6, 2024
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს. იგი ასევე სიტყვით მიმართავს უკრაინის რადას.
სოფელ ზოლოჩივში კი ჩამოვარდა ორი რუსული რაკეტა, რომლებიც სოფლის ცენტრში მდებარე სამსართულიან სასტუმროსა და მაღაზიას მოხვდა. სასტუმროს ნანგრევებში 2 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს, ბავშვის დედა კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაიჭრა ორი ადამიანი. სოფელი ზოლოჩივი ხარკივიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.
რაფაელ გროსი კი უკრაინაში ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესამოწმებლად ჩავიდა.
Prior to IAEA @iaeaorg Director General Rafael Grossi's @rafaelmgrossi visit to the Zaporizhzhia NPP, we had a productive meeting in Kyiv.
The only way to prevent a nuclear accident at the ZNPP is for the plant to be completely demilitarized, de-occupied, and Ukraine to restore… pic.twitter.com/SH0QhqQ8iz
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 6, 2024
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა კიევში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ, რუსულ მხარესთან განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, გარკვეული ტექნიკური საკითხები ერთობლივადაა გადასაწყვეტი.