მთავარიკუბიFacebook-სა და Instagram-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყველა გამოსახულება მოინიშნება

Facebook-სა და Instagram-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყველა გამოსახულება მოინიშნება

კომპანია მეტაში აცხადებენ, რომ ამჟამად მუშაობენ AI, ანუ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დამუშავებული ფოტოებისა და გამოსახულებების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ვრცელდება ფეისბუკზე, ინსტაგრამზე და მეტას ახალ სოციალურ პლატფორმა Thread-ზე.

მეტაში ამბობენ, რომ კომპანიის მიზანია, თავიდან აიცილონ დეზინფორმაციის გავრცელება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი დადგება.

აღსანიშნავია, რომ მეტა უკვე უკეთებს მარიკერებას ისეთ გამოსახულებებს, რომლებიც თავად მეტას AI-ინსტრუმენტებით არის გაკეთებული, თუმცა როგორც მეტას საინფორმაციო ბლოგში ვკითხულობთ, უახლოეს მომავალში ისინი წარადგენენ ტექნოლოგიას, რომელიც მონიშნავს ყველა რესურსის მიერ დამზადებულ გამოსახულებას, იქნება ეს გუგლი, მაიკროსოფტი, შატერსსტოკი თუ ამჟამად ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის გამოსახულებების პლატფორმა “მიდჯორნი“.

მეტაში აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რათა შეიმუშაონ საერთო მეტადათა ანუ მეტა მონაცემები, რათა სისტემამ ამოიცნოს AI-გამოსახულება და გაუკეთოს მარკირება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend