მთავარიმსოფლიოკავკასიაალიევის კიდევ ერთი გამარჯვება

ალიევის კიდევ ერთი გამარჯვება

აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები 19 საათზე დაიხურა. პირველადი შედეგებით ილჰამ ალიევმა ამომრჩეველთა ხმების თითქმის 94% მოიპოვა.

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩავიდა ხანკენდში, რომელზეც აზერბაიჯანმა კონტროლი ცოტა ხნის წინ აღადგინა.

ამომრჩეველთა რიგი საარჩევნო უბანთან ყარაბაღის რეგიონში, 7 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/Sergei Grits

ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობისთვის 1000 საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერები დამონტაჟდა. კამერების საშუალებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე შესაძლებელია საარჩევნო კომისიის მონიტორინგი.

საპრეზიდენტო არჩევნებს 89 ქვეყნის წარმომადგენლები აკვირდებიან. მიმდინარე პროცესებს 109 უცხოური მედია აშუქებს.

ქვეყნის მასშტაბით 6537 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. 17 საათის მონაცემებით, არჩევნებში ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 71 პროცენტია.

საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნების შესახებ განკარგულება გასცა. ილჰამ ალიევის გარდა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები ნაკლებად ცნობილი და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსები არიან. ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ 7-8%-ზე მეტი არ მოუგროვებიათ, რაც ილჰამ ალიევის შედეგებზე დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend