მთავარიკუბისამეთვალყურეო საბჭო Meta-ს მოუწოდებს შეცვალოს პოლიტიკა მანიპულაციური ვიდეოების შესახებ

სამეთვალყურეო საბჭო Meta-ს მოუწოდებს შეცვალოს პოლიტიკა მანიპულაციური ვიდეოების შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დამონტაჟებული ვიდეო არ არღვევს მეტას პოლიტიკას მანიპულაციური პოლიტიკის შესახებ და შეიძლება დარჩეს ფეისბუკზე, რადგან ის არ არის დაკავშირებული ხელოვნურ ინტელექტთან – ეს განცხადება გააკეთა სოციალური ქსელების სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც ფეისბუკისა და ინსტაგრამის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ საბჭომ გააკრიტიკა მეტა, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ფაქტობრივად თავად კომპანია მეტას პოლიტიკის გამო მიიღო, რომელიც საბჭოს შეფასებით არის „არათანმიმდევრული და არ გააჩნია დამაჯერებელი დასაბუთება და საჭიროა მისი გაფართოება, განსაკუთრებით დაძაბული არჩევნების წელიწადში”.

რაც შეეხება კონკრეტულ ვიდეოს, რომლის განხილვის შემდეგ გასცა ასეთი რეკომენდაცია საბჭომ, ეს იყო ამერიკის პრეზიდენტის არსებული ვიდეოკადრების რედაქტირებული ვერსია, სადაც ის თავის შვილიშვილთან ერთად იმყოფება.

ვიდეო დამონტაჟებული იყო ისე, თითქოს ჯო ბაიდენი შვილიშვილს ეხებოდა მკერდზე. რადგანაც ვიდეო არ არის დამონტაჟებული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ვიდეო არ არღვევს მეტას პოლიტიკას მანიპულაციური მედიის შესახებ.

ექსპერტების თქმით, ეს პოლიტიკა ბუნდოვანია, რადგან კრძალავს იმის მოსმენას რაც ადამიანს არ უთქვამს, მაგრამ არ აკრძალავს ისეთ ვიდეოებს, სადაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც არ გაუკეთებია. საბჭოს თქმით, ის რომ მეტა კონცენტრირებულია ხელოვნურ ინტელექტზე, სხვა ტიპის ინსტრუმენტების გამოყენებით მონტაჟის შექმნა დაშვებულია.

სამეთვალყურეო საბჭო კომპანიას მოუწოდებს გაუკეთოს სპეციალური მარკირება უფრო მეტ მასალას ფეისბუკზე, ვიდრე მთლიანად წაშალოს ყალბი ვიდეოები, მითუმეტეს, რომ მისი წაშლა შეუძლებელი ხდება, მათივე კონკრეტული პოლიტიკის გამო. საბჭოში მიაჩნიათ, რომ თუ უფრო მეტ მარკირებას დაიწყებს მეტა, ეს შეამცირებს დამოკიდებულებას ფაქტჩეკერების სამსახურის მიმართ და წარუდგენს საზოგადოებას მანიპულირებულ მედიას ისე, რომ ამავდროულად მომხმარებელი ინფორმირებული იქნება, რომ ესა და ეს მასალა არის ყალბი.

მეტაში აცხადებენ, რომ მიიღეს სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღეს რეკომენდაცია და პასუხს უახლოეს 60 დღეში გაასაჯაროებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend