მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის ბოიკოტი ვაშინგტონს

უნგრეთის ბოიკოტი ვაშინგტონს

უნგრეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია “ფიდეშმა” დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს კენჭი უნდა ეყარა შვედეთის ნატოში გაწევრებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის უნგრეთში, დევიდ პრესმანის თქმით, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მისი პოლიტიკური პარტია პირველივე შესაძლებლობას გამოიყენებდა, რათა სკანდინავიური სახელმწიფოს ნატოში გაწევრების შესახებ ალიანსის გადაწყვეტილების რატიფიკაცია მოეხდინა.

დევიდ პრესმანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უნგრეთში სხვა ელჩებთან ერთად საპარლამენტო სესიაზე ბუდაპეშტში. 5 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/Denes Erdos

უნგრეთში აშშ-ს ელჩი ორბანის პარტიის ბოიკოტს ასე აფასებს: “შვედეთის ნატოში გაწევრება ის საკითხია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და ზოგადად, ალიანსის უსაფრთხოებაზე. პრემიერ-მინისტრი ჩვენ დაგვპირდა, რომ პარლამენტი ამ პროცესს შეძლებისდაგვარად სწრაფად დაასრულებდა, დღეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ამ თვალსაზრისით და ვაკვირდებით პროცესს დიდი ინტერესით”.

სულ რამდენიმე დღის წინ ბუდაპეშტის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ ევროკავშირმა ოთხი წლის განმავლობაში კიევისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების მიწოდება დაამტკიცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend