მთავარისაქართველოტოჩინოშინი სუმოდან წავიდა

ტოჩინოშინი სუმოდან წავიდა

ტოკიოში “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სუმოდან გააცილეს.

ლევან გორგაძის დებიუტი სუმოში 2006 წელს შედგა, მან 2018 წლის იანვარში იმპერატორის თასი მოიპოვა, ხოლო იმავე წლის მაისში კი ოძეკის, რაც სუმოს იერარქიაში რიგით მეორე წოდებაა.

ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში გამოაცხადა. ბოლოს ის სუმოს რანგით მეორე დივიზიონში, ჯურიოში გამოდიოდა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, იაპონიაში ტოჩინოშინის კარიერის დასრულების აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა, მაყურებლის წინაშე ანსამბლი ,,რუსთავი” წარდგა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend