მთავარიკუბირუსულენოვან ტელეგრამარხებზე “ევრონიუსის” სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება

რუსულენოვან ტელეგრამარხებზე “ევრონიუსის” სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება

„მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსულენოვანი ვიდეო, რომელსაც „ევრონიუსის“ ლოგო აქვს  და ის ყალბ ინფორმაციას შეიცავს.

კერძოდ,  ვიდეოებში საუბარია, თითქოს საფრანგეთში გახშირდა ბანკომატებთან მოქალაქეებზე თავდასხმის შემთხვევები.

ვიდეოში ასევე საუბარია იმაზე, რომ საფრანგეთში მოქალაქეებს საბანკო ანგარიშიდან თანხა მასობრივად გამოაქვთ, რადგან მათ ქვეყნის ეკონომიკური არასტაბილურობა აშფოთებთ.

ვიდეოში მოყვანილია ფრანგი ეკონომისტის ვარაუდი, რომ თანხის განაღდების მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია უკრაინაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს ჩასვლამ და დაპირებამ დახმარების თაობაზე.

ვიდეო ასევე გავრცელდა პლატფორმა X-ზეც.

სინამდვილეში “ევრონიუსს” მსგავსი შინაარსის შემცველი მასალა არ გამოუქვეყნებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend