მთავარიაზიაირანიირანში შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ შვედი დიპლომატი

ირანში შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ შვედი დიპლომატი

2 წლის წინ თეირანში დააკავეს შვედი დიპლომატი, რომელიც ირანში ტურისტული ვიზიტით ჩავიდა. მას ისრაელის ჯაშუშობაში სდებენ ბრალს.

უკვე 650 დღეზე მეტია, რაც შვედი დიპლომატი იოჰან ფლოდერუსი ირანის ციხეში იმყოფება. იქამდე ის ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა და ბრიუსელში ცხოვრობდა. ირანში ტურისტული ვიზიტის შემდეგ ფლოდერუსი თეირანის აეროპორტში დააკავეს. ევროკავშირი თვლის, რომ იგი არალეგალურადაა დაკავებული. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა თეირანში ბოლო დროს ევროპელი დიპლომატები დააკავეს – ამ მოვლენებს ბრიუსელში უკვე შეარქვეს „მძევლების დიპლომატია“.

ევრონიუსი ინგრიდ ფლოუდერუსს ესაუბრა იოჰანის დას. ის ამბობს, რომ მისი ძმა თეირანის ციხეში არაადამიანურ პირობებშია: „იოჰანის სასამართლო პროცესის სურათებიდან ვხედავ, რომ ძალიან შეცვლილია. ვხედავ, რომ მის თვალებში აღარ არის სინათლე. ახლა ბევრად გამხდარი და ძალიან ფერმკრთალია. ლოგიკურია, რადგან ის ძირითადად სულ ოთახშია გამოკეტილი. ვიცი, რომ საკმარის საჭმელს არ იღებს. ტკივილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იქ ყოფნა მენტალურად ძალიან რთულია. ახლა მას ადანაშაულებენ რაღაცაში და სიკვდილით დასჯა სურთ. ამ ყველაფერთან ერთად ის სულ მარტოა. ჩვენ ამჟამად შვედეთის ელჩიც კი არ გვყავს ირანში”.

იოჰან ფლოდერუსი ირანის სასამართლო დარბაზში, 10 დეკემბერი. Copyright AmirAbbas Ghasemi/AP

თითქმის ერთი წელი იოჰან ფლოდერუსი სამარტოო საკანში იყო გამოკეტილი. ის ახლაც მუდმივად განათებულ საკანში იმყოფება.

პირველი 10 თვის განმავლობაში ოჯახთან დაკავშირება არ შეეძლო. შემდეგ შიმშილობა დაიწყო პროტესტის ნიშნად, შედეგად შეზღუდული დროით ახლობლებთან დაკავშირების უფლება მისცეს. ორი წლის განმავლობაში მას მხოლოდ ორი ვიდეოზარი ჰქონდა. მაშინ აიძულეს, რომ მხოლოდ ინგლისურად ესაუბრა.

“როგორც ხვდებით, ჩემი ინგლისური იდეალური არ არის, რადგან ჩემი მშობლიური ენა შვედურია, მაგრამ ამ ზარების დროს ინგლისურად საუბარი გვიწევს. ეს მათი მოთხოვნაა. ასევე ვიცით, რომ მას მეთვალყურეობენ და ზარს გაწყვეტენ, თუ რომელიმე ჩვენგანი ვიტყვით რამე ისეთს, რაც მათ არ აწყობთ. ძნელია გავიგოთ, სინამდვილეში რისი თქმა უნდა ჩემს ძმას და რის თქმას აიძულებენ”, – ამბობს იოჰანის და.

ირანის ხელისუფლებაში კი სჯერათ, რომ ფლოდერუსი ისრაელის ჯაშუში იყო. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ამ ბრალდებით ის შესაძლოა, სიკვდილითაც დასაჯონ.

იოჰან ფლოუდერუსის სასამართლო პროცესი დეკემბერში დაიწყო და გასულ კვირას დასრულდა. ჯერ კიდევ უცნობია, გამოიტანა თუ არა ირანის სასამართლომ საბოლოო განაჩენი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend