უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, ყირიმთან ახლოს უკრაინული საზღვაო დრონის მიერ რუსულ სამხედრო ხომალდზე წარმატებულ თავდასხმას ასახავს.
Ship wreck of the day!
Warriors of the special unit "Group 13" of the @DI_Ukraine destroyed the missile corvette "Ivanovets" of the russian Black Sea Fleet.
As a result of a number of direct hits to the hull, the corvette was damaged, rolled to the stern, and sank. The value of… pic.twitter.com/JZwh8aggn0
— Defense of Ukraine (@DefenceU) February 1, 2024
კიევში აცხადებენ, რომ ჩაძირულია სარაკეტო კატარღა „ივანოვეცი“, რომელიც 1989 წელსაა აგებული. მისი ეკიპაჟი 40-ზე მეტი ადამიანისგან შედგება. ხომალდის მთავარი შეიარაღება კი „მოსკიტის“ ტიპის 4 ერთეული ზებგერითი ფრთოსანი რაკეტაა.
ამავდროულად, კრემლი უკრაინას ადანაშაულებს, რომ მათ თვითმფრინავი ილ-76, რომლის ბორტზეც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, ამერიკული „პატრიოტის“ ტიპის რაკეტებით ჩამოაგდეს. კიევი ამ ბრალდებას არ ეთანხმება.
გუშინ გაეროში განაცხადეს, რომ ქალაქ ხერსონზე რუსეთის იერიშების შედეგად სხვა სამიზნეებთან ერთად დაზიანდა ჰუმანიტარული ცენტრიც, რომელსაც ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია მართავდა.
დონეცკის რეგიონში კი კვლავ საბრძოლო მოქმედებებია. მთავრობამ ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან, ვუჰლედარიდან, მარინკიდან და კურახოვედან, მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანის ბრძანება გასცა. მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოები.