მთავარიამერიკაკანადა"უკრაინის მომავალი ნატოსთანაა დაკავშირებული" - კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

“უკრაინის მომავალი ნატოსთანაა დაკავშირებული” – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემა გაყინული რუსული აქტივების კიევისთვის გადაცემაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანადელ კოლეგას უმასპინძლა კიევში. კანადის ხელისუფლებამ გასულ სექტემბერს ხელი მოაწერა უკრაინისთვის მომავალი სამი წლის განმავლობაში 650 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე ხელშეკრულებას კიევთან.

ორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ისაუბრეს დიდი შვიდეულის მიერ რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების კიევისთვის გადაცემის თაობაზეც, საქმე ეხება 200 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

“ვმუშაობთ რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის მიზნით, ეს უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს. ყველასთვის ნათელია, რომ რუსულმა მხარემ პასუხი უნდა აგოს. დიდი შვიდეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გადამწყვეტი იქნება”, – აცხადებს დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს რომ კიევის მომავალი ნატოშია.

“უკრაინელებს ომის შემდეგ ძალიან საშიშ მეზობელთან მოუწევთ თანაცხოვრება, რუსეთის ფედერაციასთან. მოწადინებულნი ვართ, რომ უკრაინას შეუფერხებლად მიეწოდოს დახმარება, ეს გულისხმობს გრძელვადიან პროცესს და მე და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ. აუცილებელია უკრაინასა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაც, რადგან უკრაინის მომავალი სწორედ ნატოსთანაა დაკავშირებული”, – აცხადებს მელანი ჯოლი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend