უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ვალერი ზალუჟნი მისი სახელმწიფოს მიერ ომში სამხედრო ინიციატივის დასაბრუნებლად ახალ სტრატეგიას სთავაზობს საზოგადოებას.
ცოცხალი ძალისა და შეიარაღების თვალსაზრისით, რუსული მხარის უპირატესობის გათვალისწინებით, უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი გამოსავალს ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვებასა და სამხედრო ინდუსტრიის რეფორმაში ხედავს.
NEW: Ukrainian Commander-in-Chief General Valerii Zaluzhnyi presented an overarching strategy to seize the theater-wide initiative in Ukraine and retain it to facilitate Ukrainian battlefield victories despite Russia’s numerical advantages in manpower and materiel. 🧵(1/6) pic.twitter.com/PHEsF39oka
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) February 2, 2024
“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მკვლევართა ინფორმაციით, რუსულმა არმიამ წინ წაიწია კუპიანსკის, ავდიივკისა და დონეცკის მიმართულებებზე. ასევე რუსული არმია შეტევითი სამხედრო ოპერაციის წარმოებას ფრონტის სხვა მიდამოებშიც ცდილობს.
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს უკრაინული ქალაქები, მათ შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებული სამხედრო დრონებით.