მთავარისაქართველოპროტესტი გამოსახლების წინააღმდეგ

პროტესტი გამოსახლების წინააღმდეგ

თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის სახლთან, რომელსაც აღსრულების პოლიციის მიერ გამოსახლება ემუქრება, სოლიდარობის აქცია გაიმართა. იქ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სახელმწიფო პოლიტიკა გამოსახლებებთან დაკავშირებით და მოითხოვეს მორატორიუმი და ოჯახების უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების აკრძალვა.

ასევე დღევანდელი აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება.

ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლება აღსრულების ბიურომ რამდენიმე თვით გადადო. ასევე საპროტესტო აქციების ფონზე მანამდე გადაიდო ოჯახის გამოსახლება დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend