მთავარისაქართველო„იყო შაშვი მგალობელი“

„იყო შაშვი მგალობელი“

ოთარ იოსელიანის ფილმის რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოთეატრში

საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში კინორეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა მხატვრული ფილმით „იყო შაშვი მგალობელი“ გაიხსნა. ღონისძიება მისი დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. ჩვენებას ესწრებოდნენ კინორეჟისორის ოჯახის წევრები, მეგობრები და სტუმრები, რომლებსაც მისი შემოქმედება ძალიან უყვართ.

ოთარ იოსელიანმა 2021 წელს საქართველოს ეროვნულ არქივს 1950-იანი წლებიდან 2015 წლამდე საქართველოსა და საფრანგეთში გადაღებული 20-ზე მეტი დოკუმენტური და მხატვრული ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი გადასცა. ეს ფილმები კი საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა.

კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 2023 წლის 17 დეკემბერს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 4 თებერვლის ჩათვლით ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი იხილავს ოთარ იოსელიანის ციფრულად რესტავრირებულ 4 მხატვრულ ფილმს. დასწრება კი თავისუფალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend