ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციას ატარებენ. ისრაელის გენერალური შტაბის მეთაურის თქმით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები სამხედრო ოპერაციის სტრატეგიას ცვლიან და ძირითად ყურადღებას „ჰამასის“ მიერ გამაგრებული პუნქტების აღებას აქცევენ.
IDF troops continue to operate in Gaza:
📍 Western Khan Yunis
Over 20 terrorists were eliminated over the past day by IDF troops.Troops operated on a number of different terror targets and compounds in which AK-47 rifles, grenades, explosive devices, military equipment and…
— Israel Defense Forces (@IDF) February 2, 2024
ისრაელის თავდაცვის ძალების “ნაჰალის” ბრიგადამ კი ცენტრალურ ღაზაში გაწმენდითი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. სამხედრო საჰაერო ძალებს იერიშები „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე სექტორის ყველა წერტილში მიაქვთ.
გრძელდება ბრძოლები ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქ ხან იუნისშიც, მცირე მასშტაბის შეტაკებებია დასავლეთ სანაპიროზეც, ხოლო „ჰამასმა“ კვლავ სცადა სამხრეთ ისრაელის სარაკეტო შეიარაღებით დაბომბვა, მაგრამ უშედეგოდ.