ოთხშაბათს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ არ დააკმაყოფილა უკრაინის თითქმის არცერთი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციას.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა ჯოან დონოჰიუმ განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუსრულებია თავისი ვალდებულებები კონვენციის მხოლოდ ერთი პუნქტის მიხედვით.
ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინული მხარე.
ანტონ კორინევიჩმა, რომელიც უკრაინას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში წარმოადგენს, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას დარღვევები აქვს ორივე კონვენციის მიხედვით. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი ოფიციალურად ცნეს საერთაშორისო სამართლის დამრღვევად.
შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კორინევიჩი დარწმუნებულია, რომ ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი, მომავალშიც გააგრძელონ მუშაობა სხვა საქმეებზე და არა მარტო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, არამედ სხვა ინსტანციებშიც.
ამავდროულად, ბრძოლები გრძელდება. ტყვია-წამლისა და საბრძოლო მასალის დეფიციტის ფონზე აზოვის პოლკი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული პოზიციების წინააღმდეგ საარტილერიო სისტემებს იყენებს.
ამასთანავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უძღვებოდა შეხვედრას, რომელიც ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდებოდა. შეხვედრაზე მან რუსულ ბანკებს მოუწოდა, დაიწყონ მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.