მთავარისაქართველოპოლიტიკური შეფასებები სამთავრობო ცვლილებების შესახებ

პოლიტიკური შეფასებები სამთავრობო ცვლილებების შესახებ

უმრავლესობამ უკვე ოფიციალურად დაასახელა ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ. იცვლება თავდაცვის მინისტრიც – ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს.

სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ საკანონმდებლო ორგანოში. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს პროცესი საქართველოს მოსახლეობისთვის არაფერს შეცვლის, რადგან მათი თქმით, გადაწყვეტილებებს მაინც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იღებს. ისინი ამბობენ, რომ ახალი პრემიერის გუნდს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის განცხადებები მმართველ პარტიაში სავარაუდო დაპირისპირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ცვლილება კი მათი თქმით, ქვეყნისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის ერთგვარი გადახალისებაა.

ხვალ, 2 თებერვალს, 17:00 საათზე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობასა და პროგრამას. მომავალი კვირიდან კი უკვე საკომიტეტო მოსმენები გაიმართება. მმართველი პარტია კვირის ბოლოსთვის გეგმავს კენჭი უყაროს მთავრობის ახალ შემადგენლობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend