რამდენიმეთვიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ რუსეთის ჯარის მცირე ნაწილი ფაქტობრივად დანგრეულ დასახლება ავდიივკაში შევიდა და იქ გამაგრებას ცდილობს.
უკრაინული ძალები აქტიურად იბრძვიან რეგიონის რუსებისგან გასათავისუფლებლად. არ წყდება ცეცხლი. ავდიივკაში დარჩენილი მცირერიცხოვანი მშვიდობიანი მოსახლეობა დასახლების დატოვებას ცდილობს.
ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეფის მიწვევით შვედეთში იმყოფება. შეხვედრაზე მათ უკრაინის საკითხი განიხილეს.
ვაშინგტონის პასიურობის ფონზე, ევროპაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე მსჯელობენ pic.twitter.com/eDb6OUuSuD
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) January 30, 2024
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთის გამარჯვება თითოეულ მათგანზე უარყოფით გავლენას იქონიებს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ, მისი განცხადებით, გონივრული პასუხი იქნება ის, რომ მიმდინარე და მომდევნო წლებშიც გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან შვეიცარიას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ არ აგზავნიდა შეიარაღებას უკრაინაში. თუმცა სამშაბათს, ომის დაწყებიდან პირველად, შვეიცარიამ გერმანიას მიაწოდა იარაღი იმ მარაგის შესავსებად, რომელიც გერმანიამ უკრაინას გადასცა.