ხან იუნისში, ღაზას ნასერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მძიმე სამხედრო ოპერაციების მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეძლო და საავადმყოფოში 1000 პაციენტის სამყოფი აუცილებელი სამედიცინო მარაგი ჩაიტანა.
ჯგუფი ადგილზე სურსათის მარაგების გაგზავნასაც ცდილობდა, მაგრამ ეს გეგმა დროებით შეფერხდა.
ჯანმოს თქმით, მსგავსი პრობლემები ზრდის დაუცველი პაციენტების ჯანმრთელობის რისკებს და აფერხებს სამედიცინო პერსონალის საქმიანობას.
Amid ongoing heavy military operations in the vicinity of the Nasser Hospital in Khan Younis, #Gaza, @WHO and partners were able to reach the hospital yesterday and deliver essential medical supplies for 1000 patients. The team had also planned to deliver food to the hospital,… pic.twitter.com/DiW16UangR
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) January 30, 2024
ნასერის საავადმყოფო ამჟამად 400 პაციენტს ემსახურება. ოდესღაც ყველაზე მნიშვნელოვანი რეფერალური საავადმყოფო სამხრეთ ღაზაში, ახლა ნაწილობრივ ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ღაზაში ჯანდაცვის სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
საავადმყოფოს არ ჰყავს სპეციალიზებული მედიკოსები, რადგან ჯანდაცვის პერსონალის უმრავლესობა მოხალისეა. ასევე მათ არ გააჩნიათ მედიკამენტების, ჟანგბადის, საკვების და საწვავის მარაგები. ამ მძიმე მდგომარეობის გამო სამედიცინო პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უბრალოდ ნებდება.
საგუშაგოს ირგვლივ შეფერხებების გამო, ხალხმა იმ საკვების ნაწილის აღება მოახერხა, რომელიც წესით საავადმყოფომდე უნდა მისულიყო, თუმცა შეფერხებების გამო ვერ მივიდა.
ღაზაში მცხოვრები ხალხი სასოწარკვეთილია, მათ ჯოჯოხეთურ პირობებში უწევთ ცხოვრება
ჯანმოში აცხადებენ, რომ ყველანაირ გზას ეძებენ, რომ ნასერის საავადმყოფო საწვავისა და საკვების საჭირო მარაგებით შეავსონ.