მთავარიEuropean Unionევროკავშირი უნგრეთზე ზეწოლას ზრდის

ევროკავშირი უნგრეთზე ზეწოლას ზრდის

ევროკავშირის ლიდერები უნგრეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევას განიხილავენ.

1-ელ თებერვალს ბოლო წლებში ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიტზე კიდევ ერთხელ განიხილავენ უკრაინისთვის 4 წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გადაცემას.

გასული წლის დეკემბერში უნგრეთმა ამ ინიციატივას ვეტო დაადო. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ბევრი კი უნგრეთისთვის ამ უფლების ჩამორთმევას განიხილავს.

ევრონიუსი ამ საკითხზე ორგანიზაცია „პოლიტიკური კაპიტალის“ დირექტორს ესაუბრა. პიტერ კრეკო ამბობს, რომ ევროკავშირი ახლა აჩვენებს რამდენად შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას.

“ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დანარჩენების მიერ იზოლაციაში მოქცევის ასეთი სხვა შემთხვევა მე არ მახსენდება. ეს ევროკავშირისთვის გამოცდაა, თუ რამდენად შეუძლია მას შიდა უთანხმოების ფონზე ერთიანობის შენარჩუნება. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ორი მიზეზით, პირველ რიგში ეს ეხება მოსკოვთან ბუდაპეშტის ურთიერთობას, ბოლო ერთი წელიწადია და მეტია, რაც უნგრეთი აშკარად პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, მეორე მხრივ კი ეს ბუდაპეშტის ბოლო შესაძლებლობაა, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკაზე”, -აცხადებს პიტერ კრეკო.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ინსტიტუტები კი ცდილობენ, იპოვონ გზა, რათა კიევს ბუდაპეშტის წინააღმდეგობის ფონზე მაინც მიაწოდონ საჭირო ფინანსური დახმარება. ერთ-ერთი გზა ეგრეთწოდებული მეშვიდე მუხლის ამოქმედებაა, უნგრეთისთვის ხმის მიცემისა და ვეტოს უფლების დროებით ჩამორთმევა.

უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მზად არიან შეთანხმებისთვის მხოლოდ რამდენიმე პირობით მაგალითად, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი ყოველწლიურად გადაიხედოს, ამავე დროს, უნგრეთს უნდა გადაეცეს ბრიუსელის მიერ გაყინული თანხა, 20 მილიარდი ევრო.

“ორბანს აღებ-მიცემობის ლოგიკა აქვს, თუ ის სარგებელს ნახავს, მაშინ ის მზად არის, მიატოვოს საკუთარი პრინციპები, მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ აღმოფხვრის. აუცილებელია უნგრეთში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და მისი სისტემური დაახლოება ევროკავშირთან“.

რუსული ინტერვენციის ფონზე უკრაინას მეტად ესაჭიროება ევროკავშირის მხარდაჭერა, კონგრესში კი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების დაპირისპირების ფონზე კიევს ამერიკული მხარის დახმარება აღარ მიეწოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend