მთავარიამერიკააშშდიდთოვლობა აშშ-ში

დიდთოვლობა აშშ-ში

ალასკის ყველაზე დიდ ქალაქ ანკორიჯში თოვლის საფარმა 3 მეტრს მიაღწია

ალასკის ყველაზე დიდ ქალაქ ანკორიჯში დიდთოვლობაა. კომერციული შენობების სახურავები თოვლის სიმძიმისგან იშლება.

ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ნიჩბები აიღონ და საკუთარი სახლებიდან აუცილებლად ჩამოყარონ თოვლი. ანკორიჯში, ზოგან თოვლის საფარმა თითქმის 3 მეტრსაც კი მიაღწია.

თოვლის საფარის ზრდას სამდღიანმა შეუჩერებელმა ქარბუქმა შეუწყო ხელი. ანკორიჯში თოვლის საფარის ისტორიული მაქსიმუმ 3 მეტრნახევარია, ეს რეკორდი შესაძლოა, ამ სეზონზე მოიხსნას კიდეც.

,,ტურისტები ფიქრობენ, რომ ჩვენი გზები ყოველთვის ასეთი ცუდია. მაგრამ, მე ვცდილობ მათ ავუხსნა, რომ ეს ასე არ არის. ჩემნაირი ხალხისთვის, ვისაც საარსებოდ გარეთ მოძრაობა უწევს, ნამდვილად რთული სიტუაციაა. წინა წელთან შედარებით საგზაო დეპარტამენტის ხალხი ძალიან კარგად მუშაობს, ცდილობენ, რომ სიტუაცია გამოასწორონ’’, -ამბობს იან ბეკეტი, ტურისტული ავტობუსის მძღოლი

მოსახლეობას უკვე ძალიან შეწუხდა უხვი ნალექით, ქუჩები და ტროტუარები სავსეა თოვლით.

სწავლება კი სახლიდან, პანდემიის დროინდელ, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მაინც ცდილობს გაერთოს. ანკორიჯის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დიდი თოვლის ბაბუა გააკეთა, რომლის სიმაღლეც 6 მეტრს აღწევს. მან უამრავი ტურისტისა და ასევე ადგილობრივის ყურადღება მიიპყრო. ისინი გიგანტურ თოვლის ბაბუასთან სურათებსაც კი იღებდნენ.

,,ჩვეულებრივზე ბევრად მეტი თოვლი მოვიდა. სახალისოა, რადგან თოვლი ძალიან მიყვარს. უბრალოდ ტროტუარები არ არის გაწმენდილი, რაც ფეხით გადაადგილებაში პრობლემებს გვიქმნის მოსახლეობას. თუმცა, ძირითადად სახლში ვარ და მშობლებს თოვლის გაწმენდაში ვეხმარები”, -ამბობს კრისტოფერ კოლონუელეანკორაჟის მცხოვრები

ანკორიჯის წლევანდელი თოვლის საფარის სიმაღლე სიდიდით მერვე ადგილზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend