მთავარიაზიაღაზაანტონიუ გუტერეში პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მხარს უჭერს

ანტონიუ გუტერეში პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მხარს უჭერს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მოქმედი სააგენტოსთვის აუცილებელია დაფინანსების აღდგენა.

“ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სისტემა დანგრეულია, მე წარმოუდგენლად შეშფოთებული ვარ ადგილობრივი მოსახლეობის პირობებით, 2 მილიონზე მეტ ადამიანს საარსებო პირობები არ გააჩნია, ყველას შია და სწყურია, მათ ღამის გასათევი არ აქვთ. მე მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, რომ ყველა ღონე მიიღონ და ღაზის სექტორში მცხოვრებ ადამიანებს ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა მიეცეთ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ გაეროს სხვადასხვა ინსტიტუტთან თანამშრომლობა აღადგინონ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესებს უნდა მოხმარდეს”, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს რამდენიმე სახელმწიფომ დაფინანსება შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციაში დასაქმებულმა 12-მა ადამიანმა 7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ ისრაელზე მიტანილ ტერორისტულ იერიშში მიიღო მონაწილეობა.

ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ღაზის სექტორში მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორის მოსახლეობის 85 პროცენტი ლტოლვილად და დევნილად იქცა.

პალესტინელები რაფაჰის დევნილთა ბანაკში, მათ საკუთარი სახლები დატოვეს ისრაელის საჰაერო და სახმელეთო შეტევის გამო. 27 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Fatima Shbair

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend