საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ტელეკომპანია POS TV-ის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა გასაუბრებაზე მისული ანანია გაჩეჩილაძე სექსუალურად შეავიწროვა. გადაწყვეტილება გაჩეჩილაძეს 29 იანვარს ჩაბარდა.
როგორც დასკვნაში წერია, შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალებისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, აფასებდა მის გარეგნობას უარყოფით თუ სექსუალურ კონტექსტში, ასევე იყო არასასურველი სექსუალური ხასიათს ფიზიკური შეხებაც.
ომბუდსმენის აპარატი განმარტავს, რომ საქმე მნიშვნელოვანი და პრეცედენტულია, რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა სექსიზმი.