მთავარიევროპარუსეთი“რუსეთში სარაკეტო წარმოება იზრდება” - სერგეი შოიგუ

“რუსეთში სარაკეტო წარმოება იზრდება” – სერგეი შოიგუ

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სახის სარაკეტო შეიარაღების წარმოება იზრდება, ანტისაჰაერო თავდაცვითი სარაკეტო შეიარაღების წარმოება კი გაორმაგებულია.

სერგეი შოიგუმ ეს განცხადება ეკატერინბურგში სამხედრო საწარმოში ვიზიტისას გააკეთა. ის ეწვია კალიბრისა და ისკანდერის სახის სარაკეტო შეიარაღების მწარმოებელ რამდენიმე ქარხანას.

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, მიმდინარეობს არსებული სარაკეტო არსენალის მოდერნიზაციაც.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე კრემლს ყველა სახის 900-ამდე რაკეტა აქვს შეიარაღებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend