მთავარისაქართველოპროკურორმა გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის პატიმრობის შესაცვლელად წინაპირობები დაასახელა

პროკურორმა გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის პატიმრობის შესაცვლელად წინაპირობები დაასახელა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით იმ შემთხვევაში შეეცვლებათ, თუკი ბრალს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ.

ბრალდებულები დანაშაულს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ. აღიარებენ მანქანის დაზიანების ფაქტს, მაგრამ უარყოფენ, რომ მას ჯგუფური ხასიათი ჰქონდა. პროკურატურას კი მათთვის ბრალი 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ჯგუფურად.

დაკავებულთა მხარდასაჭერად „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა“ ნინო დობორჯგინიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სახელზე გაავრცელა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის. მათ მხარდასაჭერად შეიქმნა პეტიცია “თავისუფლება გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend